logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კამბოჯის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კამბოჯის დელეგაციას უმასპინძლა

1770898498

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კამბოჯის სამეფოს ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, დოქტორ ჩე ვანდეტს და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ციფრული იდენტიფიკაციის, უსაფრთხო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საჯარო სექტორის ინოვაციების მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ასევე  განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრას ეროვნული ბანკის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

გამოგვყევით