logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ში საფინანსო სექტორს RTGS სისტემის განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის პროექტები გააცნეს

სებ-ში საფინანსო სექტორს RTGS სისტემის განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის პროექტები გააცნეს

1729516635

საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის სებ-ის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში არსებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების  სისტემის - RTGS სისტემის განახლებისა და  სრულიად ახალი ტიპის - მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ჭყოიძემ პრეზენტაციის ფორმატში დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ახალი საგადახდო სისტემების ფუნქციონალი, მათი უპირატესობები და სარგებელი, როგორც კომერციული ბანკებისა და ფინტექ კომპანიებისთვის, ასევე ამ სისტემების საბოლოო მომხმარებლებისთვის.მყისიერი გადახდების განახლებული სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს გადახდების პროცესს და თანხის ხელმისაწვდომობას გადარიცხვის მიმღებისთვის, ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და კონკურენციის ზრდას და სხვა.

ახალი საგადახდო სისტემა საშუალებას მისცემს მომხმარებელს ნებისმიერ დღეს და დროს განახორციელოს გადახდა, რომელიც მყისიერად შესრულდება“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

გამოგვყევით