logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

სამედიცინო ტურიზმის გლობალური ბაზარი 2032 წლისთვის $11 მლრდ-ს მიაღწევს

სამედიცინო ტურიზმის გლობალური ბაზარი 2032 წლისთვის $11 მლრდ-ს მიაღწევს

1724045640

კვლევითი ორგანიზაცია SNS Insider-ის განახლებული პროგნოზით, 2032 წლისთვის სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ინდუსტრია 70,18 დოლარს მიაღწევს. 2023 წელს ეს მონაცემი 10,78 მილიარდი იყო. ეს კი წლიურად 24,5%-იან ზრდას ნიშნავს.

ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სერვისების გაძვირება სახელდება, რაც ბევრ პაციენტს აიძულებს, უცხოეთში უფრო დაბალფასიანი და ამავდროულად მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მისაღებად წავიდეს.

სხვა ფაქტორებს შორისაა სხვადასხვა ახალი სამედიცინო ტექნოლოგიის შექმნა, ასევე ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა.

კვლევის თანახმად, სამედიცინო ტურიზმის ბაზარი აყვავების ეტაპზეა, რასაც ხელს უწყობს ჯანდაცვაში ეკონომიურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება, ტექნოლოგიური მიღწევები, სამედიცინო სერვისების გლობალიზაცია და დაავადებათა მზარდი გავრცელება, რაც ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული.

Jandacva.ge

გამოგვყევით