logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ამერიკულმა ფილმმა Beetlejuice Beetlejuice, მსოფლიო მასშტაბით, უკვე $145.4 მლნ გამოიმუშავა

ამერიკელი კინორეჟისორის ტიმ ბარტონის 1988 წლის კლასიკური ფილმის გაგრძელების - Beetlejuice Beetlejuice გამოსვლიდან პირველივე კვირაში, აშშ-ში ბილეთების გაყიდვისგან მიღებულმა შემოსავალმა $110 მლნ შეადგინა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ფილმმა, რომელშიც ვარსკვლავები, ჯენა ორტეგა, ვაინონა რაიდერი და მაიკლ კიტოპნი მონაწილეობდნენ 145.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მონაცემებს  Comscore აქვეყნებს.

„ახალი ბიტლჯუსის აუდიტორიამ, რომელმაც ყველა თაობა მოიცვა ნახა, თუ როგორ იცვამდნენ და ემზადებოდნენ  ბავშვები და ზრდასრულები შოუებისთვის და როგორ აქცევდნენ ამ დღეს ღონისძიებად. ეს სწორედ ის იშვიათი სიქველია, რომელმაც ნამდვილად გაგრძელების და არა ორიგინალის რიმეიკის განცდა დატოვა. ამავდროულად, აუდიტორიას მისცა ის, რაც მას სურდა, “ - ნათქვამია თეატრის მფლობელთა ეროვნული ასოციაციის ოფიციალურ გამოცემაში.

გამოგვყევით