ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო, 9 თებერვალს საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.
"მომსახურება ჩვეულ რეჟიმში 10 თებერვალს განახლდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.