logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების გამოფენა" გაიმართება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების გამოფენა" გაიმართება

1793953800

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება. 

თბილისის მერიის ცნობით, გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

"ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები დახვდებათ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ. „ყვავილების გამოფენაზე’’ ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, საშემოდგომო გვირგვინებისა და თიხაზე ძერწვის მასტერკლასი გაიმართება. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენაზე’’ მისულ ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. ღონისძიება 7 და 8 ნოემბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში გაგრძელდება",-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ეკატერინე გალდავა: საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებისა და ბაზრის ტენდენციების უკეთ გაანალიზების შესაძლებლობას გვაძლევს

ეკატერინე გალდავა: საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებისა და ბაზრის ტენდენციების უკეთ გაანალიზების შესაძლებლობას გვაძლევს

გამოგვყევით