logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

მეტროსადგური "სარაჯიშვილი" დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას

მეტროსადგური "სარაჯიშვილი" დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას

1793770244

მეტროსადგური “სარაჯიშვილი” დროებით აჩერებს მგზავრთა მომსახურებას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო სამსახური საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

" მეტროსადგური “სარაჯიშვილი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს.

ადგილზე დაზიანების აღდგენის მიზნით მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო,"- ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოგვყევით