საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) მხარდაჭერით დაწესებული პროფესიული დღე აღნიშნა, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ 2025 წლის ივნისში დაამტკიცა. საგადასახადო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღნიშვნა უკავშირდება ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 1996 წლის 30 ოქტომბერს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
აღნიშნული ღონისძიება, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ დარახველიძემ გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში, ვიდეო მიმართვის საშუალებით მონაწილეებს მიესალმა და პროფესიული დღე მიულოცა IOTA -ს აღმასრულებელმა მდივანმა ალიქს პერინიომ დე ტროიმ.
Ⴑამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, IOTA-ს აღმასრულებელი მდივნისა და IOTA-ს მოქმედი პრეზიდენტის მიერ, ხელმოწერილი სერთიფიკატები შემოსავლების სამსახურის 21 წარმატებულ თანამშრომელს გადაეცა.
შემოსავლების სამსახური თითოეულ თანამშრომელს და ასევე შიდა-ევროპული ორგანიზაციის (IOTA) წევრ საგადასახადო ადმინისტრაციებს ულოცავს პროფესიულ დღეს. IOTA - ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდა ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 43 ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციას. 2023 წელს, საქართველომ პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, გენერალურ ასამბლეას უმასპინძლა.