logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"მნიშვნელოვანია, რომ "ჯორჯიან მანგანეზმა" და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ" - ირაკლი კობახიძე

"მნიშვნელოვანია, რომ "ჯორჯიან მანგანეზმა" და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ" - ირაკლი კობახიძე

1744388828

ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული  ჩვენი მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,  “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, კომპანიამ და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ამ შემთხვევაში ნაკლებად ვართ მხარე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული  ჩვენი მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ჩვენი მხრიდან თუ რაიმე შეიძლება გაკეთდეს, ამისთვისაც ვართ მზად, მაგრამ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკვირდებით, საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ ზომებს. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ, ბუნებრივია, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით