logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი" აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი" აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური

1772694224

"თბილისის აეროპორტის" საბაჟოზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს 9 ლიტრამდე ფსიქოტროპულ საშუალების შემცველი "კეტამინი" აღმოუჩინეს -  ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კეტამინი პლასტიკის ბოთლებში ჰქონდა განთავსებული.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინის“ შემცველი სითხე აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა პლასტიკის ბოთლებში განთავსებული 9 ლიტრამდე ,,კეტამინის“ შემცველი სითხე.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა,"-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით