logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოს მელიორაციაში" "ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტის" პირველი სხდომა გაიმართა

"საქართველოს მელიორაციაში" "ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტის" პირველი სხდომა გაიმართა

1793956530

„ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის“ (ICID) საქმიანობაში საქართველოს აქტიური ჩართულობა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა „საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტის“ პირველი სხდომის მთავარი საკითხები იყო. სხდომას „საქართველოს მელიორაციამ“ უმასპინძლა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომიტეტის წევრებმა განიხილეს სექტორის პრიორიტეტების გათვალისწინებით სამუშაო ჯგუფებში ეროვნული კომიტეტის წევრების ჩართულობის საკითხი. ეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.

"ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა გიგლა თამაზაშვილმა დადებითად შეაფასა ICID- ის ორგანიზებით ინდოეთსა და ჩინეთში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები, რომლებშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა. მან კომიტეტის წევრებს საერთაშორისო კომისიის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და ხაზი
გაუსვა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.

სხდომაზე კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ჯალიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ICID-ის საქმიანობის, საერთაშორისო კომისიაში ეროვნული კომიტეტის ჩართულობისა და ამ თანამშრომლობით მიღებული სარგებლის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის
შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტი“ ICID-ის წევრია 2018 წლის 1-ელი იანვრიდან. მას შემდეგ საქართველო ირიგაციის, დრენაჟისა და წყალდიდობის მართვის მიმართულებით საერთაშორისო პროფესიულ თანამშრომლობაში აქტიურად მონაწილეობს. ICID 78 ქვეყანას აერთიანებს და ამ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით