logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

მობილურ ტელეფონს მოსახლეობის 90.8% ფლობს - საქსტატი

მობილურ ტელეფონს მოსახლეობის 90.8% ფლობს - საქსტატი

1725267360

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 90.8 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 93.4 და 86.6 პროცენტი შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.6 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 66.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 45.8 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად - 69.6 და 69.4 პროცენტი შეადგინა.

6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.8 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 57.5 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 37.2 პროცენტი. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 48.2 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში - 51.5 პროცენტს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 85.2 პროცენტი შეადგინა.

15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 72.9 პროცენტი კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 17.9 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც, 9.2 პროცენტი კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.

გამოგვყევით