logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

კახეთში, 2 სკოლის რეაბილიტაციის ღირებულება ₾10 მლნ-ია

კახეთში, 2 სკოლის რეაბილიტაციის ღირებულება ₾10 მლნ-ია

1739272599

კახეთის რეგიონის სოფელ საქობოსა და სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით,500 მოსწავლეზე გათვლილი საქობოს საჯარო სკოლისა და 400 მოსწავლეზე გათვლილი სამრეკლოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის ღირებულება ჯამში 10 მილიონ ლარამდეა.

"სკოლებში სრული რეაბილიტაციის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

 ორივე სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზები, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. 

სკოლები სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით; აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დამატებით უზრუნველყოფს სკოლების აღჭურვას შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით",- აღნიშნულია  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით