logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"ფაინენშელ თაიმსი" - ილონ მასკის გუნდს სახაზინო მონაცემებზე წვდომა დროებით აუკრძალეს

"ფაინენშელ თაიმსი" - ილონ მასკის გუნდს სახაზინო მონაცემებზე წვდომა დროებით აუკრძალეს

1738919378

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სახაზინო დეპარტამენტს დროებით აუკრძალა საგადახდო სისტემის მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა. გადაწყვეტილება სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ამოქმედების შემდეგ იქნა მიღებული, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.

სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მიზანიც სახელმწიფო ხარჯების შემცირებაა, არ წარმოადგენს ფედერალურ აღმასრულებელ დეპარტამენტს, თუმცა მას ჰქონდა წვდომა აშშ-ის ხაზინის მონაცემებზე.

მოსამართლემ აღნიშნული წვდომა მას შემდეგ შეზღუდა, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი გუნდი სახაზინოს გადარიცხვებს სწრაფად ამცირებს.

მილიარდერის განცხადების შემდეგ სახელმწიფო მოხელეებისა და პენსიონერების წარმომადგენლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი მოითხოვდნენ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტისთვის კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოს არწმუნებდა, რომ კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომა მხოლოდ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ორ წარმომადგენელს ჰქონდა, მოსამართლემ მაინც გამოსცა ბრძანება, რომელიც კრძალავს ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემას სახაზინოს ფარგლებს გარეთ.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი, რომელმაც აღნიშნა, რომ ილონ მასკი „ყველა კანონს იცავს“.


1tv.ge 

გამოგვყევით