logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით ცუდი მდგომარეობა გვაქვს" - ნინო გულეიშვილი

"ჩვენ ორი მსხვილი კომპანია გვყავს: "თელასი" და "ენერგოპრო". ორივეს თავ-თავისი პრობლემები აქვთ. თუ მაგალითად, თბილისში ახალი მომხმარებლის ქსელთან დაკავშირებით მიერთებული პრობლემები ჭარბობს, რეგიონებში ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, გამოვლენილი პრობლემებისა თუ დარღვევების აღმოფხვრის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესია.

"ელექტროენერგიის თემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიურია, რადგან თანაბრად ეხება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მთელი ბიზნეს ურთიერთობის ციკლი ელექტროენერგიაზეა აგებული, ამიტომაც აქ მომსახურების ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჩვენ რეგიონებში, ვნახეთ რა ინფრასტრუქტურული პრობლემები ჰქონდათ კომპანიებს და დავიწყეთ სამუშაოები. აქ ძალიან დაგვეხმარა კომისია, რომელსაც შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფი ჰყავს. შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამოსწორების გზებსა და საშუალებებზე ერთად ვმსჯელობთ.

მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით საკმაოდ კარგი სამუშაოები ჩაატარა კომპანიამ. ეს არის სამუშაოები, რომელიც 1,2, ან 10 დღის მანძილზე დასრულდება - ეს გრძელვადიანი პროცესებია, თუმცა ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაკვირდებით", - აცხადებს ნინო გულეიშვილი. 

გამოგვყევით