logo
Loading data...
მთავარი შუა დერეფანი

სტატია

"აბუ დაბი პორტსის"  ინტერესი შუა დერეფანში, მათ შორის კასპიის ზღვაზე, მზარდია - ნინო ნემსაძე

„აბუ დაბი პორტსის“ ყველა ობიექტი, შეუფერხებლად აგრძელებს ოპერირებას, მათ შორის ემირატებში.“ - ამის შესახებ თბილისის მშრალი პორტის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ნინო ნემსაძის თქმით, რა თქმა უნდა, მიღებულია დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებები.

„აბუ დაბი პორტსის“  ინტერესი შუა დერეფანში  მზარდი და დიდია, მათ შორის კასპიის ზღვაზე, სადაც  „აბუ დაბი პორტსი" დამატებითი საკონტეინერო  ხომალდების დაყენებას გეგმავს. ეს ხომალდები უკვე წარმოებაშია და  ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვან  გავლენას მოახდენს შუა დერეფნის გამტარუნარიანობაზე.“-აღნიშნა ნინო ნემსაძემ.

გამოგვყევით