logo
Loading data...

აუზი Pool 53 ზაფხულის სეზონს განახლებული ინტერიერით ხვდება

აუზი Pool 53 ზაფხულის სეზონს განახლებული ინტერიერით ხვდება

1713865395

აუზი Pool 53  მცირედით გაფართოვდა და მაისში განახლებული ინტერიერით გაიხსნება. როგორც pool 53-ის დამფუძნებელმა ირინა ასკურავამ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, საცურაო აუზის აბონემენტის ფასი წელსაც არ გაიზრდება.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლების მხრიდან საცურაო აუზზე მოთხოვნა უკვე არის.

წინა წელს თუ 70 ადამიანის მიღება შეგვეძლო, ახლა ეს რიცხვი დაახლოებით, 15-ით გაიზრდება. გასულ წელს ძალიან დატვირთულები ვიყავით და წელსაც მსგავსი მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მომხმარებლები იყვნენ, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები ( 30%). წელსაც მათი მხრიდან დაინტერესება უკვე არის.

რაც შეეხება, ბარს, რომელიც ჩვენს სივრცეში არის განთავსებული - ასევე, განახლებული მენიუთი შეხვდება მომხმარებლებს.  მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მრავალფეროვნება შევთავაზოთ სტუმრებს“, - აცხადებს ირინა ასკურავა.

ცნობისთვის, აუზი pool 53 მცხეთის შესასვლელში, ცნობილი "სალობიეს" მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით