logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ევროპული სტანდარტი ქართულ მშენებლობაზე: ბილდვეი მსოფლიო ბრენდი POTAIN-ის ექსკლუზიური პარტნიორია

ევროპული სტანდარტი ქართულ მშენებლობაზე: ბილდვეი მსოფლიო ბრენდი POTAIN-ის ექსკლუზიური პარტნიორია

1771499580

მჭიდრო ურბანული განაშენიანება და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოითხოვს ისეთ სამშენებლო ტექნიკას, რომელსაც სამუშაოს ხარისხიანად და ზუსტად შესრულება შეუძლია.

ბილდვეი (Buildway) ქართველ მომხმარებელებს ფრანგული გიგანტის, პოტაინის (POTAIN) კოშკურა ამწეებს სთავაზობს. ბრენდი 1928 წელს დაფუძნდა და დღეს სფეროს გლობალურ ლიდერად მიიჩნევა, რომლის სახელიც ამწის ხარისხის სინონიმია. ბილდვეი კი საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელია და პოტენციურ მომხმარებელს ამწეების ვრცელ არჩევანს სთავაზობს, როგორც მცირე ისე მასშტაბური პროექტებისთვის.

მცირე ზომის პროექტებისთვის, სადაც სამუშაო სივრცე შეზღუდულია, რეკომენდებულია Igo სერიის თვითამწყობი კოშკურა ამწის ქირაობა ან ყიდვა. ამ სერიის კოშკურა და სამშენებლო ამწეები სტანდარტულად ერთ-ორ დღეში იწყობა და მზად არის ოპერირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.

მასშტაბური პროექტების შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე ამწე ერთდროულად მუშაობს, რეკომენდებულია „უთავო“ (Flat Top) დიზაინის MCT სერიის მოდელების გამოყენება. მათ არ აქვთ ტრადიციული დამჭიმები, რაც ტექნიკას საშუალებას აძლევს ერთმანეთის პარალელურად მაქსიმალურად უსაფრთხოდ იმუშაოს.

პროექტის წარმატებით წარმართვისთვის უბრალოდ ხარისხიანი ამწის დაყენება არ არის საკმარისი. საჭიროა სრული ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა. ბილდვეის სერვისები არ შემოიფარგლება მხოლოდ კოშკურა ამწეების ყიდვა-ქირაობითან, მოიცავს სრულ საინჟინრო აუდიტს.

საინჟინრო თვალსაზრისით, რისკი ხშირად მოდელების არასწორ შერჩევაშია. მაგალითად, თუ კომპანია გასცემს რეკომენდაციას Igo სერიის ამწის გამოყენებაზე და ატარებს შესაბამის სამუშაოებს, სრულიად დაუშვებელია პროცესის მსვლელობისას ამწის თვითნებურად MCT მოდელით ჩანაცვლება. Igo სერიის მოდელები დატვირთვას 4.5-მეტრიან პერიმეტრზე ანაწილებს, ხოლო MCT მთელ სიმძიმეს ვიწრო, 1.6-მეტრიან ბაზაზე აკონცენტრირებს. მსგავსი წერტილოვანი დაწოლა მოუმზადებულ გრუნტზე ნიადაგის „ჩაჭრასა“ (Punching Shear) და დიფერენციალურ ჯდენას იწვევს, რის გამოც მაღალია რისკი ამწემ სიმძიმის ცენტრი დაკარგოს და გადაყირავდეს.

ბილდვეის პარტნიორი „ტორქი“ (Torque) ერთადერთია საქართველოში, რომლის ინჟინრებსაც სპეციალური მომზადება საფრანგეთში, უშუალოდ POTAIN-ის ქარხანაში აქვთ გავლილი. ინჟინრები პასუხს აგებენ ყველა დეტალზე დაწყებული მონტაჟიდან და შეკეთებიდან, დასრულებული ტექნიკური დიაგნოსტიკითა და რეგულარულ შემოწმებით. ამასთან, ყოველი შემოწმების შემდეგ გასცემენ ოფიციალურ დოკუმენტაციას, რომელიც თანხმობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. ტორქის ცხელი ხაზის საინჟინრო ჯგუფი ხელმისაწვდომია 24-საათიან რეჟიმში .

ბილდვეი საქართველოში POTAIN-ის კოშკურა ამწეების ექსკლუზიური დილერია. მწარმოებელთან ოფიციალური პარტნიორობა ნიშნავს, რომ ტექნიკის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობას არა შუამავალი კომპანია, არამედ უშუალოდ მწარმოებელი ქარხანა იღებს. ეს სტატუსი დეველოპერისთვის მთავარი გარანტიაა, რადგან ოფიციალური დილერისგან ტექნიკის შეძენისას ან დაქირავებისას, მასზე ქარხნული მხარდაჭერა ვრცელდება.

არაავტორიზებული ტექნიკის გამოყენება პროექტს რამდენიმე კრიტიკული პრობლემის წინაშე აყენებს: ოფიციალური გარანტიის არმქონე კოშკურა ამწეების გამოყენება ზრდის გაუმართაობის, საინჟინრო შეცდომებისა და პროექტის შეჩერების რისკებს. და, ყველაზე მთავარი - თუ ამწეს არ აქვს მწარმოებლის ვალიდური შემოწმების აქტი რომელიც ამტკიცებს მის ტექნიკურ გამართულობას, ის პირდაპირი საფრთხეა სამშენებლო მოედანზე მომუშავე პერსონალის სიცოცხლისთვის.

ბიზნესი

გამოგვყევით