logo
Loading data...

"გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი"- კომპანია "ბლოქსის" დამფუძნებელი

"გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი"- კომპანია "ბლოქსის" დამფუძნებელი

1714457940

კომპანია “ბლოქსის" დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს

"მსურს როგორც ბიზნესმენი და კომპანია “ბლოქსის” დამფუძნებელი მეც შევუერთდე კოლეგებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და სოლიდარობა გამოვხატო თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქის მიმართ.ევროპული ოჯახი წევრობა და ევროპული ღირებულებები ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მომავალია, რომელიც გვაერთიანებს.

ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა - გაატარა დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყო უსაფრთხოება და გაზარდა ეკონომიკა. ეს აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რისთვისაც საქართველომ არაერთი დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო.

მჯერა, ჩვენი ქვეყანა - ხალხი და ხელისუფლება გააგრძელებს წინსვლას ამ გზაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი! რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს - გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ყველაზე უკეთ.

საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რა დაფინანსებით, რა ინტერესებით არის ჩართული საჯარო პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ეს ვნებათაღელვაც ჩაივლის. საკამათო ბევრი საკითხია ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა ქვეყანა და სამშობლო ერთია და მას უნდა გავუფრთხილდეთ,"-წერს  კვაჭაძე. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით