logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა - წელს ფესტივალს უკვე 424 მონაწილე ჰყავს

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა - წელს ფესტივალს უკვე 424 მონაწილე ჰყავს

1725972239

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. წელს ფესტივალი  424 მონაწილეს  გააერთიანებს. კახეთის მთავარი მოვლენა ტრადიციულად ღვინობისთვეს, ტრადიციულად მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში და ტრადიციულად ახტალას პარკში  გაიმართება.  

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში  ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

„ჩვენი საერთო დღესასწაული გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ 8 წლიანი ისტორიის განმავლობაში, გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. დანტერესება მონაწილეთა მხრდანაც დიდი აღმოჩნდა. ფესტივალს 424 მონაწილე ეყოლება, რომელთა შორის არიან, როგორც მცირე მეწარმებიი, ასევე ღვინის ქარხნები და მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული მრავალფეროვანი მუსიკის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული სივრცები სტუმრების სურვილებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. გელოდებით  12 ოქტომბერს, 14:00 საათიდან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გურჯაანში, ისევ ახტალის პარკში დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად, მრავალფეროვანი ღვინოების დასაჭაშნიკებლად, საინტერესო გემოების აღმოსაჩენად და გემოვნებიანი მუსიკის მოსასმენად. ” - აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.

გამოგვყევით