logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მთავრობის განკარგულებით, ორ კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა

მთავრობის განკარგულებით, „მაროს ფერმასა“ და „რაჭის მესაქონლეობას“, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით,  „მაროს ფერმა“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარეობს. კომპანია რძის ნაწარმს  (ხაჭს, კარაქს, არაჟანს, მაწონს, ნადუღს, ხორცის კონსერვს) აწარმოებს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „მაროს ფერმა“ მიმდინარე წლის 1 თებერვალს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი მარიკა ლალიაშვილია. 

რაც შეეხება მეორე კომპანიას, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭა "რაჭის მესაქონლეობაა".  კომპანია ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში მდებარეობს და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებასა და ხორცის რეალიზაციას ეწევა.

სამეწარმეო რეესტრის  მიხედვით, შპს „რაჭის მესაქონლეობა“  2021 წლის  18 ნოემბერს დარეგიტრირდა.  კომპანიის დირექტორი თათია არაბიძეა.  "რაჭის მესაქონლეობის" 100%-იანი წილის მფლობელი კი 2007 წლის აპრილში დარეგისტრირებული  შპს „ბლაუენშტაინ საქართველოა", რომლის მესაკუთრე  ირაკლი კერვალიშვილია. 

გამოგვყევით