logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საკონდიტრო "დონა": წინა წელს ბევრად უფრო მაღალი მოთხოვნა იყო

წინა წელს ბევრად უფრო მაღალი მოთხოვნა იყო, ვიდრე წელს არის, - ამის შესახებ ბათუმის ერთ-ერთი პოპულარული საკონდიტრო "დონას“  დამფუძნებელი და მესაკუთრე თამილა ბეჟანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.

მისივე თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა ამინდების გამო, ბათუმში სეზონის შედარებით გვიან დაწყებაა. თამილა ბეჟანიძე, ვარაუდობს, რომ ტურისტული ნაკადი და პროდუქციაზე მოთხოვნა ივლისის შუა რიცხვებიდან გაიზრდება. 

"ჯერ ზაფხულის სეზონის დასაწყისს ვერ ვგრძნობთ. ტურისტების რაოდენობა იმდენად გაზრდილი არ არის, რომ თვალშისაცემი იყოს სეზონის დაწყება. ადგილობრივი მოსახლეობიდან მოთხოვნა იგივე რჩება, სტაბილურია და არ იცვლება. ფასების ზრდა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში არ მომხდარა. ", - აცხადებს თამილა ბეჟანიძე.

მისივე ინფორმაციით, საკონდიტრო "დონამ" ბათუმში 1 თვის წინ ახალი ფილიალი გახსნა, რომელმაც გაამართლა.

"ჩვენ დავამატეთ ფილიალი და ასევე, სეზონურად გავზარდეთ ასორტიმენტი. ახალი ფილიალი კარგად მუშაობს, რადგან აღნიშნული უბნის მომხმარებლებს ძველ ფილიალთან ნაკლები წვდომა ჰქონდათ", - აცხადებს თამილა ბეჟანიძე. 

ცნობისთვის, "დონამ" ოპერირება 2003 წელს ბათუმში დაიწყო. საკონდიტრო ამჟამად, 3 ფილიალს ფლობს და მომხმარებლებს 100-მდე სახეობის ტკბილეულს სთავაზობს. 

გამოგვყევით