logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ნებისმიერი ტურბულენტობა, რომელიც ტურიზმზე ახდენს გავლენას, ჩვენს სფეროზე პირდაპირ აისახება" - მაია მახათაძე

ნებისმიერი ტურბულენტობა, რომელიც ტურიზმზე, მოგზაურობის ხასიათზე ახდენს გავლენას ჩვენს სფეროზე პირდაპირ აისახება და ამას მომენტალური შოკი ჰქვია, - ამის შესახებ კომპანია "რადარის" დამფუძნებელმა მაია მახათაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ირან-ისრაელის ომის ფონზე აღნიშნული ქვეყნებიდან ჯავშნების, დაახლოებით, 40% გაუქმდა. 

"ირან-ისრაელის ომმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს. პირველი 10 დღის განმავლობაში არის მომენტალური შოკი, რაც ჯავშნების მომენტალურ გაუქმებას იწყებს, ხოლო შემდეგი 10 დღის განმავლობაში მეტ-ნაკლებად იკვეთება სრული სურათი  რამდენად საშიშია რეგიონი, ან პირიქით. არც ერთი ომი არ არის სასარგებლო და სასიამოვნო, მაგრამ ხანდახან არის შემთხვევა, როდესაც უფრო მეტად მშვიდობიან ქვეყნად აღიქმება საქართველო.

ამჟამად, ჯერ ჩვენ ჯავშნების გაუქმების შედეგებს ვიმკით. დაახლოებით, 40%-იანი გაუქმებაა, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ისრაელი, უბრალოდ ისრაელს მრავალწლიანი ისტორია აქვს ჩვენთან მოგზაურობის, ხოლო ირანის მოგზაურობის ისტორია 2015 წლიდან იწყება. ისრაელის აეროპორტების გახსნამდე  ქვეყანაში შემოსული მოგზაური  ჩარჩენილი იყო. ორი დღეა, რაც 2-მა აეროპორტმა დაიწყო ფრენები და ჩარჩენილი მოქალაქეების წაყვანა. ვფიქრობ, რომ თუკი ისრაელის საჰაერო სივრცე ღია იქნება მოგზაურობას არ მოერიდებიან", - აცხადებს მაია მახათაძე. 

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღე ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებდნენ. ამ დროისთვის, ორ ქვეყანას  შორის ცეცხლი შეწყვეტილია,ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელ-ირანს შორის 12-დღიანი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება 24 ივნისს დასრულებულად გამოაცხადა. 

გამოგვყევით