logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მზის ენერგიის მიმართულება ნაკლებ რისკიანია და შედარებით მაღალი მომგებიანობა აქვს" - თორნიკე დარჯანია

"მზის ენერგიის მიმართულება ნაკლებ რისკიანია და შედარებით მაღალი მომგებიანობა აქვს" - თორნიკე დარჯანია

1750854473

თუ შევადარებთ სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირებას - მზის ენერგიის მიმართულება ნაკლებ რისკიანია და შედარებით მაღალმომგებიანობა აქვს, - ამის შესახებ მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, მზის ენერგიის პროექტის განხორციელება ყველაზე მოთხოვნადია, რადგან მარტივად განმჭვრეტადია ფინანსური მოცემულობა და ზოგადად, ინვესტორს უფრო მეტად უმარტივდება ასეთ პროექტში ინვესტიციის გაკეთება.

"ბევრი გამოწვევაა. ერთ-ერთი არის მიწების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ ცუდ ტენდენციაში შეიძლება შევიდეთ, რაც ჰესების შემთხვევაში მოხდა. ამიტომაც თავიდანვე სწორად უნდა მოხდეს პროცესის დაგეგმვა. ეს მიწები, რომელსაც სახელმწიფო ფიქრობს, რომ ინვესტორებს გადასცემს ხშირ შემთხვევაში საძოვრები და სხვადასხვა ტიპის დაურეგისტრირებელი მიწებია, რომელიც თემს და სხვადასხვა პირებს მფლობელობაში აქვთ. ყველა ინვესტორი მზად უნდა იყოს, რომ მოსახლეობას ელაპარაკოს. განსხვავებით ჰესებისაგან, აქ უფრო მარტივად არის შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა. 

გარდა ამისა, რომ ქსელი ყველგან არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ეს სიმძლავრეები მიიერთოს. კი გვაქვს რეგულაცია, რომ "ენერგო პრო ჯორჯიამ" 10 წლიანი გეგმის ფარგლებში მწყობრში უნდა მოიყვანოს ქსელი, რომელზედაც ხდება დაერთება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ამიტომაც ინვესტორმა თავიდანვე უნდა გამოიკვლიოს მიწის შერჩევასთან ერთად, სად მოხდება გენერაცია და ამ გენერირებული ელექტრო ენერგიის გამოტანა და მოხმარება", - აცხადებს თორნიკე დარჯანია.

გამოგვყევით