logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ირან-ისრაელის ომს ჩვენს სექტორზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ირანი საქართველოს ბაზარზე აქტიური მოთამაშე აღარ არის" - GCA

ირან-ისრაელის ომს ჩვენს სექტორზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ირანი საქართველოს ბაზარზე აქტიური მოთამაშე წლებია აღარ არის, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" საქართველოს ცემენტის ასოციაციის (GCA) გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ირანიდან საქართველოს ბაზარზე არმატურის იმპორტი ხორციელდება. 

"ირანიდან დიდი ხანია საქართველოში ცემენტი და კლინკერი (ცემენტის დამამზადებელი მასალა) აღარ შემოდის. შესაბამისად, ბოლო პერიოდის კონფლიქტი ჩვენს სექტორებზე გავლენას ვერ იქონიებს", - აცხადებს ირაკლი მახარობლიძე.

რაც შეეხება ცემენტის ფასების ტენდენციას - როგორც ასოციაციის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ცემენტის ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

"წლიდან წლამდე ფასის მცირედი ზრდა შეინიშნება როგორც იმპორტირებულ საქონელზე, ისე ადგილობრივად ნაწარმოებ საქონელზე", - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებდნენ. ამ დროისთვის, ორ ქვეყანას  შორის ცეცხლი შეწყვეტილია,ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელ-ირანს შორის 12-დღიანი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება 24 ივნისს დასრულებულად გამოაცხადა. 

გამოგვყევით