logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პაატა კვიჟინაძე: ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც სტატისტიკის არ გჯერათ, წაიკითხეთ სსფ-ს და ევროკომისიის ანგარიში

პაატა კვიჟინაძე: ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც სტატისტიკის არ გჯერათ, წაიკითხეთ სსფ-ს და ევროკომისიის ანგარიში

1750863684

„ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც სტატისტიკის სამსახურის არ გჯერათ, წაიკითხეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროკომისიის ანგარიში. ვერავინ იტყვის, რომ სავალუტო ფონდი და ევროკომისია მიკერძოებულია ჩვენთვის დადებითი კუთხით. ეკონომიკური ზრდით, ბიუჯეტის დეფიციტით, მთავრობის ვალით, ინფლაციით, ბიუჯეტის შესრულებით - ყველა ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.

 თანამომხსენებლის თქმით, საქართველოს ეკონომიკა უკვე 92 მილიარდი ლარია. 11 მილიარდით მოიმატა 2024 წელს და ეკონომიკური ზრდა 9.4% იყო.

 „წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გვაქვს, 103 მილიარდზე ავალთ, რაც 4- ჯერ მეტია იმაზე, რაც 2012 წელს იყო. მშპ ერთ სულ მოსახლეზე წელს გასცდება 10 ათას დოლარს (2020 – 4300 დოლარი); ბიუჯეტის დეფიციტი(1.9%), რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას განსაზღვრავს, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მთავრობის ვალი 36 %-ია, მაშინ როცა ნორმა 60%-ია. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც ხარჯვითი ნაწილის, ისე შემოსულობების, ნაწილში შესრულდა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წლიდან ყოველწლიურად საშუალოდ 10 %-ით იზრდება.

„ეს იმ პირობებში, როცა ევროკავშირი ნულზეა, წამყვანი ევროპული ქვეყნები, მაგალითად, გერმანია ეკონომიკური ზრდით მინუსშია, აშშ-ც წელს პირველ კვარტალში მინუსში გავიდა. ჩვენ ამას ვამბობთ, რომ გვაქვს მაღალი ზრდის ტემპი და მალე დავეწევით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. მარტივი არითმეტიკაა თუ ჩვენ ამ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ, დეფლატორის გათვალისწინებით, 5-6 წელში მოხდება ეკონომიკის გაორმაგება და დავეწევით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მათ შორის - რუმინეთს, ბულგარეთს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. ამ ფონზე ვინც ამბობს ჩამოვაქციოთ ეკონომიკა, რომ მთავრობა შეიცვალოს, ამაზე დიდი მტრობა ქვეყნისთვის არ არსებობს. ის რაც დღეს საქართველოშია ზედიზედ ოთხი წელია მაღალი ეკონომიკური ზრდაა, იშვიათად ხდება სხვა ქვეყნებში“, -აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამოგვყევით