logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

#ვილაპარაკოთგულწრფელად - სელფი მობაილის კამპანია

#ვილაპარაკოთგულწრფელად - სელფი მობაილის კამპანია

1750679625

ქართული მობილური ოპერატორი, სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მლნ აბონენტს ემსახურება, აპრილში ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარსდგა. პლატფორმის გზავნილია - “ვილაპარაკოთ”, რაც მთლიანად ბრენდის პოზიციონირებასაც განსაზღვრავს. პლატფორმის წარდგენისთანავე, კომპანიამ გადაწყვიტა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე გულწრფელად ელაპარაკა.

100%-ით ქართული ტელეკომ ოპერატორი ორი წელია რაც სელფი მობაილის სახელით ოპერირებს. 2023 წლის ბოლოს, სელფიმ საქართველოში პირველმა დანერგა 5G და არსებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოებიც დაიწყო. მიმდინარე წლის ბოლომდე სელფი აგრძელებს ქსელის განვითარებას და დეტალურად სამუშაოების თაობაზე ცალკე კომუნიკაციაც ექნება. ქსელის განვითარება შრომატევადი პროცესია და დროსაც მოითხოვს. ამ ეტაპზე არის ადგილები, სადაც ქსელის დაფარვა ან არ არის, ან გასაუმჯობესებელია. მომხმარებლების სამართლიან გულისწყრომას სწორედ ეს ფაქტი იწვევს.

სელფის გუნდში სჯერათ, რომ ბრენდის შენებისას, სწორი მოლოდინების შექმნა მომხმარებელთან კომუნიკაციის აუცილებელი პირობაა. ამიტომაც, ახალი კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეოები მოგვითხრობენ, თუ  რატომ უნდა გქონდეს სელფი და რას უნდა მოელოდე კომპანიისგან დღესდღეობით:

ვიდეო I

ვიდეო II

ვიდეო III

სელფის დაპირება საუკეთესო შეთავაზებების თაობაზე აქტუალურია ახლაც და იქნება მომავალშიც, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ, ამ ეტაპზე, მოცემული შეთავაზებებით ყველგან თუ არა, თითქმის ყველგან შეგიძლია ისარგებლო!


რას გულისხმობს საუკეთესო შეთავაზება? 

კონკურენტულ ფასებს, საუკეთესო ტარიფებსა და ინოვაციურ პროდუქტებს. მაგალითად:

  • Connect & Play პაკეტები, რომლითაც სოციალურ ქსელების გამოყენებისას მეგაბაიტები არ გეხარჯება; 
  • 3, 6 და 12 თვიანი ულიმიტო პაკეტები, ყოველგვარი სიჩქარის ლიმიტების გარეშე;
  • როუმინგი, რომლითაც, გარდა იმისა, რომ კარგი სიჩქარის ინტერნეტი გექნება, ვერსად დაიკარგები, რადგან Google Maps -ზე მეგაბაიტები არ გეხარჯება;
  • ლოიალობის პლატფორმა, რომელიც Vodafone -თან პარნტიორობით შეიქმნა და სხვადასხვა ადგილობრივი თუ გლობალური ბრენდის პროდუქტებზე ფასდაკლებებს გთავაზობს, მხოლოდ იმიტომ რომ სელფის ნომერი გაქვს. 

გამოგვყევით