გერმანულმა მოდის სახლმა Hugo Boss AG-მ გლობალური ფასების ზრდა გამოაცხადა, რათა ნაწილობრივ კომპენსირება გაუწიოს შეერთებულ შტატებში ახალი ტარიფების გავლენას. ამის შესახებ Hugo Boss AG-ის ფინანსურმა დირექტორმა ივ მიულერმა ინვესტორებთან სატელეფონო კონფერენციაზე, განაცხადა. იტყობინება Bloomberg.
მისი თქმით, 2026 წლის გაზაფხულის სეზონისთვის ზომიერი ფასების კორექტირებაა დაგეგმილი. ფასების ზრდა გავლენას არ მოახდენს ჩინეთზე, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით სუსტია.
„ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ფასების მხრივ ძალიან თავშეკავებულები ვიყავით. ჩვენ ვაგრძელებთ ფასისა და ხარისხის დაბალანსებული თანაფარდობის სტრატეგიის განხორციელებას“, - თქვა მიულერმა.