ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ასრულებს.
სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 4.9 მილიონ ლარით აფინანსებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის ფარგლებში მოეწყო განათებით აღჭურვილი ორი ხელოვნირსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ავეჯითა და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკით. კომპლექსში ასევე მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსები.
200 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რუსთავსა და რეგიონში სპორტის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.