logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"სილქ როუდ ჯგუფი" ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani-ს მფლობელი გახდა

"სილქ როუდ ჯგუფი" ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani-ს მფლობელი გახდა

1754378392

"სილქ როუდ ჯგუფმა", ბაკურიანში, "აჭარა ჯგუფის" მფლობელობაში მყოფი სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani შეიძინა. ახალ ბრენდზე, სასტუმროს მართვასა და განვითარებაზე Silk Hospitality იზრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას Silk Hospitality  ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს, 

"სასტუმრო ბაკურიანში კიდევ უფრო აძლიერებს Silk Hospitality-ის მართვაში არსებული სასტუმროების პორტფელს. სილქ როუდ ჯგუფი მრავალი წელია აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს მთიანი რეგიონების ტურისტული და სპორტული პოტენციალის განვითარებაში, როგორც საერთაშორისო სათხილამურო ღონისძიებების მხარდაჭერის, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით მთის კურორტების სააგენტოსთან და სათხილამურო ფედერაციასთან ერთად. ბაკურიანი ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია და ჯგუფი აგრძელებს ინვესტირებას მისი მომავლისთვის,"-აღნიშნულია Silk Hospitality-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, Silk Hospitality, Silk Roud Group-ში შემავალი კომპანიაა, რომელიც ჯგუფის პორტფოლიოში არსებულ სასტუმროებს მართავს. მათ შორის, თბილისში ახლად გახხნილ სასტუმრო "ტელეგრაფს", სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიას", წინანდლის მამულს - სასტუმრო "რადისონ ქოლექშენს", "პარკ ჰოტელ წინანდლის მამულს"  და ა.შ. 

გამოგვყევით