logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის მაისის ბოლოსათვის ₾58.92 მლრდ შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის მაისის ბოლოსათვის ₾58.92 მლრდ შეადგინა

1750860222

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის მაისის ბოლოსათვის 58.92 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 140.41 მილიონი ლარით, 0.24%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61%-ით მეტი).

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.94% შეადგინა. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 811.40 მილიონი ლარით, ანუ 2.94%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.27%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 670.99 მილიონი ლარით, ანუ 2.15%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.75%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის მაისის ბოლოსათვის 49.24 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.40 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.22 პროცენტული პუნქტით).

მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.90% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.41% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.74%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.08% , ხოლო ევროს წილმა 18.94% შეადგინა.

გამოგვყევით