საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის, აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიციას 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა. გარდა ამისა, ის ვიცე-პრემიერის პოსტს 2021 წლის 12 ივლისიდან იკავებს.
მანამდე, 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბერამდე, ლევან დავითაშვილი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2017-2022 წლებში კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.