logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

1750756257

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო, მე-10 წლიურ შეხვედრაში, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი შეხვდა ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკის.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. 

 განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა პარტნიორობის მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კლიმატი, ენერგოეფექტურობა, დაკავშირებადობის გაძლიერება.

 მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ორმხრივ ისე, რეგიონულ დონეზე.

გამოგვყევით