logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალი იზრდება - ქვეყანაში საცალო ვაჭრობის საკმაოდ მსხვილი კომპანიები შემოდიან"

"საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალი იზრდება - ქვეყანაში საცალო ვაჭრობის საკმაოდ მსხვილი კომპანიები შემოდიან"

1750674120

საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალი იზრდება - ქვეყანაში საცალო ვაჭრობის საკმაოდ მსხვილი კომპანიები შემოდიან, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღე სასაწყობე მეურნეობების კუთხით, საქართველოში მიწოდება მოთხოვნას ვერ წვდება. 

"ჩვენ ვაპრიორიტეტებთ ლოგისტიკის დარგს. ფაქტობრივად, ყოველთვიურად გვიწევს ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და ლოგისტიკის ახალ საწყობებს ვაფინანსებთ. არ გავა თვე, რომ 2-3 მსხვილი საწყობი არ გაკეთდეს. ქვეყანაში საცალო ვაჭრობის საკმაოდ მსხვილი კომპანიები შემოდიან, რომლებიც საწყობებს ხსნიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასაწყობე მეურნეობებზე ძალიან იზრდება მოთხოვნა. 

მე მოვუწოდებ ბიზნესით დაინტერესებულ მოქალაქეებს, რომ თუ მათ აქვთ მიწები, განსაკუთრებით ავტობანთან ახლოს, აღნიშნული მიმართულების განვითარება ძალიან საინტერესოა მათთვის. სააგენტოს სპეციალური პროგრამა აქვს, რომელიც თანადაფინანსების სახით აფინანსებს საწყობს. ამიტომ მეტ-ნაკლებად ყველა მიმართულებით, მიუხედავად იმ რთული ვითარებისა, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს სტაბილური და განჭვრეტადი ეკონომიკური სიტუაცია. ინვესტორები დღეს მინიმუმ ეძებენ სტაბილურ გარემოს, სადაც ისინი ხედავენ, რომ ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სტაბილურადაა და არის ზრდა. ინვესტორებს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, საჭიროება გაუჩნდათ, რომ ალტერნატივებზე იფიქრონ", - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

გამოგვყევით