2026 წლის 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 11 828 ფაქტი გამოავლინეს, კერძოდ:
- საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის - 4739
- გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის- 106
- საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის- 3
- პირის მიერ სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც სსკ-ით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - 5747
- საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმის - 1233