logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ფესტივალ Food and Wine Classic Aspen 2025-ზე გაიმართა

ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ფესტივალ Food and Wine Classic Aspen 2025-ზე გაიმართა

1750836098

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ ასპენში ყოველწლიურ ფესტივალზე „Food and Wine Classic Aspen 2025” გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების 200-მდე ალკოჰოლური სასმელი.

რიგით 42-ე ფესტივალის ათასობით სტუმარს, სამი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა მიეცა 20 სახეობის ქართული ღვინო დაეგემოვნებინა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული სემინარი და დეგუსტაცია, რომელსაც კომერციული სექტორის წარმომადგენლები და მომხმარებლები ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში მასზე მოთხოვნის ზრდისთვის.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

გამოგვყევით