logo
Loading data...

სანთლების მწარმოებელი კომპანია "ანათე" თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

სანთლების მწარმოებელი კომპანია "ანათე" თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

1713974400

სანთლების მწარმოებელი კომპანია „ანათე“ თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ქეთევან კანდელაკი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მაღაზიაში სანთლების გარდა, წარმოდგენილი იქნება სადგამები და სანთლის შექმნისთვის საჭირო პროდუქტები.

მისივე ინფორმაციით, სანთლებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით, 70%-ით არის გაზრდილი.

მოთხოვნა ძირითადად თემატურ პროდუქციაზეა ხოლმე. მაგალითად, ახლა მოთხოვნაა სააღდგომო, კვერცხის ფორმის და საეკლესიო სიმბოლიკის სანთლებზე. ჩვენ შეკვეთები გვაქვს, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან, ემიგრანტებისგან.

ამჟამად ონლაინ ხდება ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია, თუმცა პერიოდულად გვაქვს ხოლმე სტენდები გახსნილი. ვგეგმავ, რომ ბრენდული მაღაზია გავხსნა, რადგან დაინტერესება ძალიან დიდია. სავარაუდოდ, სექტემბრიდან გაიხსნება მაღაზია. აღნიშნული პროექტის ინვესტიცია დაახლოებით, 15 000 ლარი იქნება. ლოკაცია უკვე შერჩეული გვაქვს, ეს იქნება თავისუფლების მოედანზე, სავაჭრო ცენტრში“, - აცხადებს ქეთევან კანდელაკი.

გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, „ანათე“ დაახლოებით, 2 კვირაში ახალ პროდუქტს - სანთლის სადგამებს გამოუშვებს.

გამოიხატა ინტერესი სადგამების მიმართულებით და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ აღნიშნულზე მუშაობის დაწყება“, - აცხადებს ქეთევან კანდელაკი.

ცნობისთვის, სანთლების მწარმოებელი კომპანია „ანათე“ ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია სანთლებს სოიოს ცვილითა და სურნელოვანი ეთერზეთებით ამზადებს. საწარმო თბილისში, ვაზისუბანში მდებარეობს და ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით