logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საქართველოში წამახალისებელი საინვესტიციო გარემოა" - ლიბანელი ინვესტორი

საქართველოში წამახალისებელი საინვესტიციო გარემოა, ბიზნესის დაფუძნება კი მარტივი - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან”- “ევროპა-აზია-აფრიკის საერთაშორისო სავაჭრო პალატის” პრეზიდენტი ანესტას ელ მური საუბრობს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ საქართველოდან ემუშავა “ევროპა-აზია-აფრიკის სავაჭრო პალატას”, რომელიც რამდენიმე დღეა დაფუძნდა.

“საქართველო არა მხოლოდ საინტერესო მიმართულებაა ინვესტიციებისა და ტურიზმისთვის, ის, ასევე, რეგიონის ცენტრია. ჩვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს საქართველოს როლს რეგიონში და ამარტივებს დაკავშირებადობას სამ კონტინენტს შორის.

საქართველოში ბიზნესის დაფუძნება ძალიან მარტივია. ყველას შეუძლია საკუთარი კომპანია დააფუძნოს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. გარემო წამახალისებელია საინვესტიციოდ. ეს ძალიან კარგია. ადგილობრივ ბიზნესებს ჩვენს პალატასთან თანამშრომლობით და ჩვენი დახმარებით შეუძლიათ, გააფართოონ საკუთარი ბაზარი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასევე, შესაძლებელია, შეგვიძლია პარტნიორების მოძიებასა და ინვესტიციების მოზიდვაში” - ამბობს ანესტას ელ მური.

მისივე თქმით, სამი კონტინენტის ბიზნესებს შორის თანამშრომლობის ინტერესი ყველა სფეროშია.

“ერთ-ერთი საინტერესო სექტორია ტურიზმი, ასევე, პროდუქციით ვაჭრობა, მომსახურების სფერო, ინდუსტრიული წარმოება - ყველაფერი საინტერესოა საინვესტიციოდ. ადგილობრივ ბიზნესებს აქვთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა კავშირები. ყველა მათგანს სურს დაამყაროს კავშირები სხვა ქვეყნებთან - საკუთარი პროდუქციის გასაყიდად ან იმპორტის შემოსატანად, გაყიდოს სერვისები ან დაამყაროს პარტნიორობა. ასე, რომ, ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს ჩვენს პალატას სხვადასხვა მიმართულებით იმუშაოს საქართველოდან მთელი რეგიონის მასშტაბით” - აცხადებს ანესტას ელ მური “ბიზნესპარტნიორთან”.

ამასთან, მისივე ცნობით, საქართველოში, უკვე ძალიან ბევრი ლიბანელი ინვესტორი მუშაობს.

“ისინი ინვესტირებას ახორციელებენ სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა: ტურიზმი, პროდუქციის წარმოება, უძრავი ქონება. არიან როგორც მსხვილი, ასევე, წვრილი ინვესტორები. ეს შეიძლება იყოს ინვესტორი, რომელიც შემოდის და აპარტამენტებს ყიდულობს შემდგომი რეალიზაციისთვის, ან მსხვილი ინვესტორი, რომელიც ახორციელებს დიდ პროექტებს, აშენებს საწარმოებს და სხვა. ამასთან, ჩვენ გვაქვს კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები საქართველოსთან. ძალიან ბევრი ლიბანელი ახალგაზრდა სწავლობს საქართველოში, რაც ხაზს უსვამს საქართველოს როლს კულტურისა და განათლების სფეროში. ეს არის ის, თუ როგორ ვცვლით კავშირებს ორ ქვეყანას შორის” - ამბობს ანესტას ელ მური.

გამოგვყევით