logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ფედერალური რეზერვი განაკვეთებს ნახევარი პროცენტული პუნქტით ამცირებს

აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები ნახევარი პროცენტული პუნქტით შეამცირა, რითაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო მონეტარული პოლიტიკის სტაბილური შემსუბუქება, თუმცა, ჩვეულებრივზე მაღალი განაკვეთით.

”კომიტეტი დარწმუნდა, რომ ინფლაცია მდგრად მოძრაობს 2%-ის მიმართულებით და მიიჩნევს, რომ დასაქმებისა და ინფლაციის მიზნების მიღწევის რისკები დაბალანსებულია”, - განაცხადეს აშშ-ის ცენტრალური ბანკის განაკვეთების კომიტეტის წარმომადგენლებმა თავიანთ ბოლო განცხადებაში.

განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან, პოლიტიკოსების ნაწილი მხარს უჭერდა განაკვეთის მხოლოდ მეოთხედი პროცენტული პუნქტის შემცირებას. 

მოსალოდნელია, რომ Fed-ის საორიენტაციო განაკვეთი კიდევ ნახევარი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლომდე, კიდევ ერთი სრული პროცენტული პუნქტით 2025 წელს და პროცენტული პუნქტის ბოლო ნახევრით - 2026 წელს. შემცირების ტრენდი დასრულდება 2,75%-3,00%-იანი დიაპაზონში.

”ეს გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს მზარდ რწმენას, რომ ჩვენი პოლიტიკის სათანადო გადაანგარიშებით, შრომის ბაზარზე სიძლიერე შეიძლება შენარჩუნდეს ზომიერი ზრდისა და ინფლაციის 2%-მდე მდგრადი გადაადგილების კონტექსტში”, ​​- თქვა Fed-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მცირედით მომატებულია, პოლიტიკის შემქმნელებმა გადაწყვიტეს შეამცირონ განაკვეთი 4.75%-5.00%-მდე „ინფლაციის პროგრესისა და რისკების ბალანსის გათვალისწინებით“.

ცენტრალური ბანკი მზად იქნება შეცვალოს მონეტარული პოლიტიკა, თუ გაჩნდება რისკები, რომლებიც ხელს შეუშლის კომიტეტის მიზნების მიღწევას.

გამოგვყევით