Galt&Taggart-ი ინვესტიციების 8%-იან ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
როგორც Galt&Taggart-ის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, "საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 48%-ით გაიზარდა და 271 მილიონი დოლარი შეადგინა.
მაჩვენებლების გაუმჯობესება ძირითადად სააქციო კაპიტალის 178%-იანმა ზრდამ განაპირობა, რომელსაც მოჰყვება 24 მლნ დოლარით სავალო ვალდებულებების ზრდა.
"აღსანიშნავია, რომ 2026 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო (125.1 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 46.1%), უძრავი ქონება (48.8 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 18.0%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (37.2 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 13.7%), ენერგეტიკა (31.9 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 11.8%) და ვაჭრობა (24.6 მლნ აშშ დოლარი, მთლიანის 9.1%). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი (52.4 მლნ აშშ დოლარი), აშშ (47.5 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდები (29.2 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (20.9 მლნ აშშ დოლარი)," -აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის ყოველკვირეულ პუბლიკაციაში