logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Facebook-მა რუსული მედია არხები აკრძალა

Facebook-მა რუსული მედია არხები აკრძალა - ამის შესახებ BBC წერს. 

Facebook-ის მფლობელი Meta აცხადებს, რომ ის კრძალავს რამდენიმე რუსულ სახელმწიფო მედია ქსელს, რადგან ისინი გავლენისთვის სიცრუეს იყენებენ.  

"განხილვის შემდეგ, ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT და სხვა დაკავშირებული სუბიექტები ახლა აკრძალულია ჩვენი აპებიდან“-აცხადებენ  META-ში.

Facebook-ის მსგავსად, სოციალური მედიის გიგანტი Meta ფლობს Instagram-ს, WhatsApp-ს და Threads-ს.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ორი წლის წინ META-მ ზომები მიიღო რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, მათ შორის, შეაჩერა  მის პლატფორმებზე რეკლამების გაშვება და მათი შინაარსის წვდომა შეზღუდა.

ამასთან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, META-მ  - ისევე როგორც სხვა სოციალური მედიის პლატფორმებმა - დააკმაყოფილა ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მოთხოვნა, დაებლოკა რუსული სახელმწიფო მედია ამ რეგიონებში.

გამოგვყევით