28-29 სექტემბერს, დედაენის ბაღში, გერმანული ფესტივალი ოქტობერფესტი გაიმართება. ოქტობერფესტის განწყობა საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუს“ მოაქვს. 2 დღის განმავლობაში ლუდის მოყვარულთათვის ნამდვილი ბავარიული დღესასწაული მოეწყობა. ღონისძიებაზე ოქტობერფესტის განწყობას მუსიკა, სპეციალური თამაშები და „ლოვენბრაუ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნის.
„ოქტობერფესტი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. წლების წინ გადავწყვიტეთ საქართველოში ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა ოქტობერფესტი. ვცდილობთ განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. წელს პირველად ფესტივალი იქნება საჯარო და ნებისმიერ მსურველს „ლოვენბრაუ“ გიმასპინძლებთ ნამდვილ დღესასწაულზე. გელოდებით ყველაზე გერმანული ლუდის ფესტივალზე - ოქტობერფეტსზე! „ლოვენბრაუ“ შენს ხელშია, “ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური კონკურსის ფარგლებში, ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა „ლოვენბრაუს“ სოციალური გვერდისთვის გამოეგზავნა იდეა, რაც მათი აზრით “ლოვენბრაუს” გვერდს მოუხდებოდა (ვიდეო, ფოტო/ფოტოკოლაჟი ან ტექსტი “ლოვენბრაუს” შესახებ). საუკეთესო იდეების ავტორები ფინალში სწორედ 28 სექტემბერს, ოქტობერფესტის ფარგლებში ნამდვილ ბავარიულ თამაშებში იასპარეზებენ. დასასრულს, გამოცხადდება დღის კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც მიუნხენში ოქტობერფესტზე გამგზავრების პრიზი გადაეცემა.
ორი დღის განმავლობაში ღონისძიება ასევე მოიცავს გურმანული კერძების მრავალფეროვნებას, “ლოვენბრაუს“ ჩამოსასხმელ ლუდს, საინტერესო სოციალურ აქტივობებს, ცოცხალ მუსიკას და DJ-ს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ბავარიულ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა. ოქტობერფესტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სახალხო ფესტივალია, შეიძლება ითქვას მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი ესწრება.
ოქტობერფესტი 200-წლიანი ბავარიული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა. აქ ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება. „ლოვენბრაუ“ ერთ-ერთია იმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე იყიდება 1810 წლიდან.