logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ Google-ს €2.4 მლრდ-ის ჯარიმა დააკისრა

ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ Google-ს €2.4 მლრდ-ის ჯარიმა დააკისრა

1725975120

ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ Google-მა  2,4 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს, რომელიც კორპორაციას ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევისთვის ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2017 წელს დააკისრა.

სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ჯარიმა Google-ს დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის დაეკისრა, შოპინგის საკუთარი სერვისის მხარდაჭერისთვის.

სასამართლომ დაადგინა, რომ, ბაზრის მახასიათებლებისა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, „„გუგლის“ ქცევას ჰქონდა დისკრიმინაციული ხასიათი და არ ექცეოდა არსებითი კონკურენციის ფარგლებში“.

2023 წლის ივნისში ევროკომისიამ Google სარეკლამო ბიზნესის სფეროში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა. ბოლო წლების განმავლობაში ევროკომისიამ მრავალმილიარდიანი ჯარიმები დააკისრა წამყვან ამერიკულ ტექნოლოგიურ კორპორაციებს, მათ შორის Microsoft-ს, Google-ს და Amazon-ს, ციფრულ ბაზარზე კონკურენციის სფეროში ევროკავშირის წესების დარღვევისთვის.

თებერვალში ევროპის 30-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ სარჩელი შეიტანა ამერიკული კორპორაციის, Google-ის წინააღმდეგ და  დაახლოებით 2,1 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „გუგლი“ სარეკლამო ბაზარზე დომინანტურ პოზიციას ბოროტად იყენებდა.

1tv.ge

გამოგვყევით