logo
Loading data...

"სნეპ ფიტნესი" - ბაზარზე კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორების დეფიციტია

"სნეპ ფიტნესი" - ბაზარზე კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორების დეფიციტია

1713940968

ჩვენი კონკურენტი ფიტნეს დარბაზები გვირეკავენ და გვეკითხებიან რეკომენდაციას ხომ ვერ გავუწევდით ვინმეს -  აქედან გამომდინარე, შემიძლია გავაკეთო დასკვნა, რომ ბაზარზე არის მოთხოვნა და არის კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორების დეფიციტი, - ამის შესახებ "სნეპ ფიტნესის" ქსელის დირექტორმა, სოფო სოლოღაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თავად "სნეპ ფიტნესისთვის" დეფიციტის პრობლემა არ დგას, რადგან თავად აქვთ სერტიფიცირებულ ფიტნეს ინსტრუქტორთა ბაზა. 

"სნეპ აკადემიის" მე-12-ე გამოშვებაა უკვე. ეს არის ფიტნეს ინსტრუქტორის 3 თვიანი კურსი. მოთხოვნა წინა პერიოდთან შედარებით მზარდია. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ "სნეპ აკადემიის" სერტიფიკატები. შემდეგ გადიან 2-კვირიან პრაქტიკულ მეცადინეობას მთავარი ტრენერების მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდებათ გამოცდა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ჩვენთან, ან რეკომენდაციას ვუწევთ სხვა ფიტნეს დარბაზებში. აკადემია დავაფუძნეთ იმის გამო, რომ ბაზარზე კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორების დეფიციტი იყო. ბევრი იყო თვითნასწავლი, ან ყოფილი სპორტსმენი, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა იმუშაოს დარბაზში და შეძლოს პროგრამის სრულყოფილად დაწერა. ამიტომ აუცილებელია გაიარონ საბაზისო კურსი", - აცხადებს სოფო სოლოღაშვილი.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 4 ფილიალი აქვს და მიმდინარე წელს კიდევ 2 ფილიალის დამატებას გეგმავს.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით