"მეღვინეობა შუმის" მიერ წარმოებული ორი ქართული ღვინო, KHIKHVI QVEVRI IBERIULI 2022 და SALOME 2017 კონკურსის - The World’s Best Sommeliers’ Selection 2025-ის სიაში მოხვდა.
მეღვინეობის ინფორმაციით, კონკურსი - The World’s Best Sommeliers’ Selection 2025-ის შედეგები, დიდ ბრიტანეთში, 26 თებერვალს გამოცხადდა.
მათივე ცნობით, ჟიურის შემადგენლობაში მყოფი სომელიეები ოთხი კონტინენტის 18 ქვეყნიდან იყვნენ, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებს(The World's 50 Best Restaurants 2024) წარმოადგენდნენ. მათ შორის: Disfrutar (ბარსელონა); Table by Bruno Verjus (პარიზი); Maido, (ლიმა); Sézanne (ტოკიო); Quintonil (მეხიკო); Don Julio (ბუენოს აირესი); Kol (ლონდონი); Piazza Duomo (ალბა) და სხვა. ჟიურის თავმჯდომარეობდა ჩრდილოეთ ამერიკის 2024 წლის საუკეთესო რესტორნის, Atomix-ის (ნიუ-იორკი), ცნობილი სომელიე - Jhonel Faelnar.
"KHIKHVI QVEVRI IBERIULI 2022, ტერუარი "საბანე", ჟიურის წევრებმა შეაფასეს, როგორც: "საოცარი, კომპლექსური, სანელებლების არომატით, რთული ტექსტურითა და ძალიან ხანგრძლივი დაბოლოებით". SALOME 2017, ტერუარი „სალომე“, - „ეს არის საფერავის უნიკალური გამოვლინება, ხილიანი, რთული, პირში საინტერესოდ განვითარებადი გემოთი; შეიგრძნობა ცოცხალი, ახალი ხილი, თხილის ნოტები და კარგი მინერალობა, ხანგრძლივი დაბოლოება, ცოცხალი მარილიანობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.