აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადისა და მექსიკის მიმართ დაწესებული 25-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 4 მარტს შევა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჩიპების მწარმოებელი ტაივანური გიგანტისგან აშშ-ში 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დააანონსა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ადგილი აღარ დარჩა გარიგებისთვის, რომელიც ამ ქვეყნებს ტარიფებს თავიდან ააცილებდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ორმხრივი ტარიფები ძალაში შევა 2 აპრილს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აწესებენ ბაჟებს ამერიკულ პროდუქციაზე.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ტარიფების შესახებ განკარგულებას ხელი ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში მოაწერა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები გამოწვეულია როგორც უკონტროლო მიგრაციით, ასევე იმით, რომ მექსიკა ვერ აჩერებს ფენტანილის შედინებას შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება კანადას, ამ შემთხვევაშიც საუბარია აშშ-ში ფენტალინის შედინებაზე.
1tv.ge