logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Starbucks-ი 1.100 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Starbucks-ი 1.100 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

1740720300

ყავის მწარმოებელი გიგანტი, Starbuck-ი  1.100 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ნიკოლმა განაცხადა. 

CNBC-ის ინფორმაციით, შემცირებები არ შეეხება კომპანიის კაფეების თანამშრომლებს.

თანამშრომლებისთვის  გაგზავნილ შეტყობინებაში ნიკოლმა აღნიშნა, რომ Starbucks-ი  ამარტივებს თავის სტრუქტურას, ამცირებს დუბლირებას და ქმნის მცირე, უფრო მოქნილ გუნდებს.

„ჩვენი მიზანია უფრო ეფექტურად მუშაობა, პასუხისმგებლობის გაზრდა, პროცესების გამარტივება და უკეთესი ინტეგრაციის უზრუნველყოფა.  ეს ყველაფერი იმ მიზნით, რომ უფრო ფოკუსირებულები ვიყოთ და ჩვენს პრიორიტეტებზე უფრო დიდი გავლენა მოვახდინოთ,“ — აღნიშნა  ნიკოლმა.

გათავისუფლებები ხდება იმ ფონზე, როდესაც Starbucks-ი ცდილობს, დააბრუნოს მომხმარებლები კაფეებში მას შემდეგ, რაც ქსელის ერთსა და იმავე მაღაზიებში გაყიდვები ოთხი კვარტალის განმავლობაში მცირდებოდა. მომხმარებლები ირჩევენ უფრო იაფ კონკურენტებს Starbucks-ის ორ უმსხვილეს ბაზარზე — აშშ-სა და ჩინეთში, რის საპასუხოდაც ნიკოლი, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელად გასულ წელს დაინიშნა, ცდილობს ოპერაციების გადახედვას, მათ შორის მომსახურების დაჩქარებით.

გასულ წელს Starbucks-ს დაახლოებით 16,000 თანამშრომელი ჰყავდა, რომლებიც მაღაზიების გარეთ მუშაობდნენ. შემცირებები შეეხება კორპორატიული მხარდაჭერის დეპარტამენტს, მაგრამ არ შეეხება ყავის მოხალვის, წარმოების, საწყობებისა და დისტრიბუციის სექტორებს.

გამოგვყევით