2024 წლის IV კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 21.4 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „პოსტვ“-ის, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტი გადაუხადეს.
„ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც მაუწყებელს 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ავენიუ ბაი ორბი“, „პსპ ფარმა“, „ვიმ ბილ დან საქართველო“, „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატი“, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“, „ლაქტალის ჯორჯია“, „Henkel Central Asia Caucasus“, „Yandex Taxi B.V” და „ავერსი ფარმა“ წარმოადგენდნენ.
„რუსთავი 2”-ს (მედია ჰოლდინგი) 100 000-დან 500 000 ლარამდე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ავენიუ ბაი ორბი“, „ვიმ ბილ დან საქართველო“, „ავერსი ფარმა“, „ლაქტალის ჯორჯია“ და „ქოლგეით პალმოლივი“ უხდიდნენ. ხოლო კომპანიებს, რომლებიც „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროში 50 000-დან 100 000 ლარამდე ხარჯავდნენ „თ და კ რესტორნები“, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“ და „Henkel Central Asia Caucasus” წარმოადგენდნენ.
„მთავარი არხის“ სარეკლამო დროს 100 000-დან 500 000 ლარის ღირებულების ფარგლებში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ორბი ჯგუფი თბილისი“, „მაგთიკომი“ და „პსპ ფარმა“ ყიდულობდნენ. ხოლო კომპანიები „ავერსი ფარმა“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“, „დიპლომატ ჯორჯია“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „თ და კ რესტორნები“ და „ლაქტალის ჯორჯია“ მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე უხდიდნენ.
„პოსტვ“-ის დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც კომერციულ რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე იხდიდნენ „შპს ჯეოკეპ“, „ტიფლის ფაბ“, „შპს ბუმბა“, „შპს ფალავანი ვაინ“, „სტერეო+“, „ფალავანი“, „შპს ბუნებრივი აირი“ და „ნესტლე საქართველო“ წარმოადგენდნენ. ხოლო 50 000-დან 100 000-ლარის ფარგლებში სარეკლამო დროს „ქართული რძის პროდუქტები“ და „შპს სოლუშენ გრუპი“ ყიდულობდნენ.
„ტელეკომპანია პირველს“ 2024 წლის IV კვარტალში 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ უხდიდნენ. ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხას „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ორბი ჯგუფი თბილისი“ და „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ ხარჯავდნენ. კომპანიებს, რომლებიც „ტელეკომპანია პირველს“ 7 000-დან 50 000 ლარამდე უხდიდნენ „დიპლომატ ჯორჯია“, „მაგთიკომი“, „თეგეტა მოტორსი“, „პირველი მეღვინეობა“ და „ჩინური მედიცინის ცენტრი“ წარმოადგენდნენ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში, 100 000-დან 500 000 ლარამდე თანხას „შპს ქონთენთ მენეჯმენტ ქომფანი“, „პსპ ფარმა“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ხარჯავდნენ. ხოლო კომპანიებს, რომლებმაც მაუწყებელს სარეკლამო დროში 7 000-დან 50 000-მდე გადაუხადეს „თეგეტა მოტორსი“, „მაგთიკომი“, „ორბი ჯგუფი თბილისი“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, „ავერსი ფარმა“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ და „სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“ წარმოადგენდნენ.