logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის გაზრდა ბაზარზე არსებით ცვლილებებს ვერ გამოიწვევს" - მაია გამზარდია

იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის გაზრდა ბაზარზე არსებით ცვლილებებს ვერ გამოიწვევს, რადგან მოქალაქეების კეთილდღეობისთვის კომპლექსური ნაბიჯებია საჭირო, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთის შემცირება, - ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო "ჯეო რეალთის" დამფუძნებელმა მაია გამზარდიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სებ-ის გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა მხოლოდ ეს რეგულაცია შედეგიანი იქნება, თუ მოქალაქეებს სტაბილური სამსახურები და მაღალი ხელფასები ექნებათ.

"როდესაც ადამიანებს დაკრედიტებაში გამარტივების გზებს სთავაზობენ, ეს ყოველთვის მისასალმებელია. ცხადია აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან კარგია. გარდა ამისა, ბინის ყიდვის დროს კიდევ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი -  როდესაც ბანკი სესხს გასცემს, მხოლოდ უზრუნველყოფის კოეფიციენტი არ არის მთავარი. აქ მთავარია მსესხებლის განკარგვადი შემოსავალი, რადგან გარდა სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტისა, მსესხებელს გარკვეული რაოდენობის შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომლის პროპორციულადაც თანხას აიღებს. თუკი ქვეყანაში უმუშევრობა გაიზრდება და ხელფასები შესაბამისი არ იქნება, მსესხებლების რაოდენობაც, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, შემცირდება.

მნიშვნელოვანი მომენტია ასევე ისიც, რომ მსესხებლისთვის ძალიან რთულია მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება თუ ამ ყველაფერთან ერთად, იპოთეკური სესხების პროცენტი შემცირდება. იპოთეკური სესხი გრძელვადიან პერიოდებზე იმხელა თანხებზე ადის, ამ თანხის გადახდა ნებისმიერი ადამიანისთვის რთული ხდება.  

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ხელფასები დაბალია. რაც არ უნდა ვისაუბროთ სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე, თუ მსესხებლებს გარკვეული რაოდენობის შემოსავალი არ ექნებათ ბანკი მათთვის იპოთეკური სესხის გაცემას მაინც ვერ განიხილავს", - აცხადებს მაია გამზარდია. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის, იპოთეკური სესხის ლარში დაკრედიტებაზე რეგულაციები გაამარტივა.  აღნიშნული გადაწყვეტილება  დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო  

კერძოდ, ეროვნული ბანკი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალურ მაჩვენებელს ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის დროებით 5 პროცენტული პუნქტით, 90%-მდე, ზრდის.  ასევე, 10 პროცენტული პუნქტით, 80%-მდე. 

გამოგვყევით