წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა.
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში.